“კენჭისყრა დღევანდელი დღისთვის გადავდეთ, რათა ოპოზიციას ჰქონოდა შესაძლებლობა, დაფიქრებულიყო, ვის მხარეს დგებიან” – შალვა პაპუაშვილი

“კენჭისყრა დღევანდელი დღისთვის გადავდეთ, რათა ოპოზიციას ჰქონოდა შესაძლებლობა, დაფიქრებულიყო, ვის მხარეს დგებიან – საქართველოს, ქართული საზოგადოების მხარეს, თუ პროპაგანდის და სხვა, გარე, პოლიტიკური ჯგუფების ზეგავლენის ქვეშ არიან და ამიტომ არ იღებენ ამ კენჭისყრაში მონაწილეობას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

“როგორც ვხედავთ, ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩია“ წარმოდგენილი კენჭისყრის დროს, „ევროპელი სოციალისტებიც“ გახლდნენ დღეს. სხვებმა ეს არჩევანი გააკეთეს და გააკეთეს არა საქართველოს და ქართული საზოგადოების სასარგებლოდ”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დეპუტატებმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები