სპარტაკ ლაზარაშვილი: ერის ასე გამთლიანება მხოლოდ სპორტს შეუძლია!

ლიდერსპორტ არენას კრივის აკადემიის ხელმძღვანელი სპარტაკ ლაზარაშვილი საქართველოს ნაკრების პორტუგალიასთან ისტორიულ გამარჯვებას ეხმიანება.

როგორც ის აღნიშნავს, ერის გამთლიანება მხოლოდ სპორტს შეუძლია.

“საოცარი დღე იყო!
ისტორია დაწერილია!

ჩვენი ბიჭების შრომამ, თავდადებულმა ბრძოლამ და ჟინმა დაგვანახვა ყველას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
ქართველებმა ვირწმუნეთ ჩვენი შესაძლებლობები. ვირწმუნეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მოგება!

ამ დღემ კიდევ ერთხელ გაგვაბედნიერა და გაგვაერთიანა მთელი ერი.

ერის ასე გამთლიანება მხოლოდ სპორტს შეუძლია!
მხოლოდ სპორტს შეუძლია ქვეყნისთვის ამდენი სიკეთის მოტანა!

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბიჭებს, მთელ გუნდს, სტაფის წევრებსა და ქომაგებს ამხელა სიხარულის მონიჭებისთვის!”,- აღნიშნავს სპარტაკ ლაზარაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები