ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში მყოფი სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

2024 წლის 27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერთის შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა კომისარს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.
სახალხო დამცველმა მაიკლ ო’ფლაერთის საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა გააცნო და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ახლად არჩეულმა კომისარმა ამ მრავალწლიანი თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები