“ვენეციის კომისიის რეკომენდაციას არ უნდა შევეგუოთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვით და კონსტიტუციიდან დათქმა წაშალეთო” – მდინარაძე

“მათ [ოპოზიციას] შევთავაზეთ, რომ სხდომაზე მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ შემადგენელ საკითხს, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

“ვენეციის კომისიის რეკომენდაციას არ უნდა შევეგუოთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვით და კონსტიტუციიდან დათქმა წაშალეთო. ოპოზიციას სწორედ კანონპროექტის მხარდაჭერა შევთავაზეთ, ისინი კი ვადების დაწესებას არიან მიჩვეული. ამბობენ, ჩვენ ვდგავართ ლგბტ პროპაგანდის მხარეს და ასე გავაგრძელებთ ურთიერთობასო“, – განმარტა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები