უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 5 რაკეტა და ყველა დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.

უკრაინელებმა, საზენიტო ბრძოლის შედეგად, 4 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“, 1 X-59/X-69 მართვადი რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 23 დრონი ჩამოაგდეს.

ამასთან, ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 6 რაკეტა და 23 დრონი გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები