ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს და დაპირებულ 30 მილიონს გადასცემს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას ულოცავს.

ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მადლობას უხდის საფეხბურთო ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და ქართველ ქომაგებს ამ ისტორიული და საოცნებო გამარჯვებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები