დავით ქართველიშვილი: 26. 2+6=8. 8 – ზეცისკენ მიმართული უსასრულობის სიმბოლოა…ასე იყო 26 მარტს, ასე არის 26 მაისს, ასე აღსრულდა 26 ივნისს, წინ გვაქვს 26 ოქტომბერი

ნუმეროლოგიასა და მომავალი  სასწაულების მოლოდინებს შორის კავშირზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი და განმარტავს, თუ რატომაა ციფრი 26 გარდამტეხი საქართველოსთვის. 

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, ციფრი 26 საქართველოს ისტორიაში  უკავშირდება  დიდ გამარჯვებებსა და წარმატებებს და ამის დასტურია ისეთი თარიღები, როგორიცაა 26 მაისი, 26 მარტი, 26 ივნისი. ის დარწმუნებულია, რომ  ასე იქნება 26 ოქტომბერსაც და მომავალში 2026 წელსაც, როცა ბევრ სასწაულს უნდა ველოდოთ.
„26. 2+6=8. 8 – ზეცისკენ მიმართული უსასრულობის სიმბოლოა. სიმბოლოა – ენერგეტიკისა და ძალის მუდმივი და მზარდი ნაკადისა. მატერიალური, პოლიტიკური და ბიზნეს წარმატებების საწინდარი. ასე ამბობს ნუმეროლოგია, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ. ასე იყო 26 მარტს, ასე არის 26 მაისს, ასე აღსრულდა 26 ივნისს, წინ გვაქვს 26 ოქტომბერი, ხოლო შუალედში – 26 ივლისს “ზოგიერთს” საყვარელი მეუღლის დაბადების დღეც. აღარაფერს ვიძახი 2026 წელზე – ის მთლიანად ჩვენია და ბევრ სასწაულს მოახდენს ჩვენს სასიამოვნო სიურპრიზებისთვის მონატრებულ თავებზე. ასეა ეს,” –  წერს დავით ქართველიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები