CNN: გელზენკირხენში ისეთი ღრიალი გაისმა, შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა, ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე საქართველოს ისტორიაში

CNN-ი პორტუგალიასა და საქართველოს შორის, გუშინ გამართულ მატჩს ეხმაურება.

„გელზენკირხენში, სტადიონის შიგნით ისეთი ხმამაღალი ღრიალი გაისმა, რომ, შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა. მსოფლიოში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში“, – წერს გამოცემა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები