გიორგი ქოჩორაშვილი: სასწაული ემოციებია, ვნახე ვიდეოები, რაც საქართველოში ხდება – ჩვენი მაქსიმალური დონე მსოფლიოს უნდა დავანახოთ

სასწაული ემოციებია, ვნახე ვიდეოები, რაც საქართველოში ხდება. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ბურთის თამაშით ასეთი სიხარული მოვუტანეთ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა განაცხადა.

„ესპანეთი ძალიან მაგარი გუნდია, ყოველთვის ფავორიტია ყველა ტურნირზე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ ვიბრძოლოთ, ისე როგორც დღეს ვიბრძოლეთ. ჩვენი მაქსიმალური დონე უნდა დავანახოთ მსოფლიოს. მიყვარხართ გულში და ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის“, – აღნიშნა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები