გიორგი მიქაუტაძე: სულ ვცდილობ, რომ გოლი გავიტანო – მადლობა ყველა ადამიანს, ვინც გერმანიაში ჩამოვიდა

დღეს კიდევ ერთი გოლის გატანით და პორტუგალიასთან მოგებით ძალიან გახარებული ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სულ ვცდილობ, რომ გოლი გავიტანო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩამოვიდა გერმანიაში“, – აღნიშნა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები