აშშ-ის საელჩო: გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს, ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად

საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვებას ულოცავს.

„საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას! გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს. ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად!“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მილოცვაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები