“მესამე თამაში დაგვრჩა პორტუგალიასთან და ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ მოვიგოთ” – მიქაუტაძე

“გახარებული ვიყავი, რომ მეორე გოლი გავიტანე და მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას (გულშემატკივრებს), რომ ჩამოვიდნენ აქ და გერმანიაში ჩვენს გვერდით არიან”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ ჩეხეთთან მატჩის შემდგომ ისაუბრა.

“დღეს მოგებაც შეგვეძლო, კარგად ვითამაშეთ, გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეტანა მეორე გოლი და თამაში მოგვეგო, მაგრამ ასე არ მოხდა, ფეხბურთია და … მესამე თამაში დაგვრჩა პორტუგალიასთან და ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ მოვიგოთ ეს თამაში”, – აღნიშნა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები