“შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ ევროპირველობაზე პირველი ქულა მოვიპოვეთ; ეს სიამაყის გრძნობას გძენს” – სანიოლი

“გაორებული გრძნობა დამრჩა – შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ ევროპირველობაზე პირველი ქულა მოვიპოვეთ. ეს სიამაყის გრძნობას გძენს”, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საქართველო-ჩეხეთის მატჩის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მიყვარს საქართველო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მოგების იმედი ნამდვილად არ მქონდა. დასაკარგი არაფერი გვაქვს, მთავარი გამოცდილების მიღებაა. ეს მომავალში გამოგვადგება. პორტუგალია ძალიან ძლიერია. ვეცდებით ძალები აღვიდგინოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ. ეგებ უკეთაც ვითამაშოთ”- განაცხადა ვილი სანიოლმა, რომლის კომენტარს sportall.ge ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები