ავტოსაგზაო შემთხვევა იგოეთთან – დაშავებულია სამი ადამიანი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, სოფელ იგოეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

„კვირა“ მომხდარის დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები