ირაკლი კობახიძე: პირველ მატჩში ყველაფერი ჩადეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, უბრალოდ ცოტა იღბალი დაგვაკლდა, ამ შემთხვევაში იღბალიც იქნება ჩვენს მხარეს და ჩეხეთთან აუცილებლად გავიმარჯვებთ

ჰამბურგში თამაშს აუცილებლად დავესწრები და მაქვს გამარჯვების ძალიან დიდი იმედი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პირველ მატჩში ყველაფერი ჩადეს ფეხბურთელებმა.

„რაც შეხება ჰამბურგში თამაშს, აუცილებლად დავესწრები და მაქვს გამარჯვების ძალიან დიდი იმედი. თქვენ ნახეთ, პირველ მატჩში ყველაფერი ჩადეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, უბრალოდ ცოტა იღბალი დაგვაკლდა. მგონია, რომ ამ შემთხვევაში იღბალიც იქნება ჩვენს მხარეს და ჩეხეთთან აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები