რატი იონათამიშვილი: ჩინეთთან ეკონომიკური პარტნიორობა საქართველოსთან მიმართებაში რატომ შეიძლება, იყოს უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი, ამაზე არგუმენტირებული პასუხები არ მოგვისმენია

ჩინეთთან ეკონომიკური პარტნიორობა საქართველოსთან მიმართებაში რატომ შეიძლება, იყოს უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი, ამაზე არგუმენტირებული პასუხები არ მოგვისმენია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ჩინეთთან ეკონომიკური პარტნიორობა და ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებისათვის. პირდაპირი დაინტერესება არის, რომ ამერიკის და ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები ვითარდებოდეს. საქართველოსთან მიმართებაში რატომ შეიძლება, იყოს უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი, ამაზე არგუმენტირებული პასუხები არ მოგვისმენია და ბუნებაშიც ვერ იარსებებს ამის ახსნა. მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, რაც მათ შორის გულისხმობს ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები