ლვოვში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

უკრაინაში, ლვოვში დრონებით თავდასხმის შედეგად, 70 წლის მამაკაცი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ლვოვის მერის, ანდრეი სადოვოის განცხადებით, მალეხოვის თემში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და კერძო სახლები დაზიანდა.

ინფორმაციისთვის, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადებული იყო ხარკოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ხერსონის, ოდესისა და ვინიცის ოლქებში.

რუსების მიერ გაშვებულმა დრონებმა ლვოვამდეც მიაღწიეს, სადაც საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები