არჩილ თალაკვაძე: რასაც სთავაზობს ქალბატონი ზურაბიშვილი და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან ევროპული დემოკრატია არის როდესაც მოქალაქეებს აქვთ არჩევანი

რასაც სთავაზობს ქალბატონი ზურაბიშვილი და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას, ეს არის, პირდაპირ გეუბნებით, უკან გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” ოპონენტების საარჩევნო სტრატეგიის შეფასებისას განაცხადა.

„რასაც სთავაზობს ქალბატონი ზურაბიშვილი და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას, ეს არის, პირდაპირ გეუბნებით, უკან გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ, რომ ევროპული დემოკრატია არის როდესაც მოქალაქეებს აქვთ არჩევანი, როდესაც სხვადასხვა პროგრამიდან, სხვადასხვა ლიდერიდან ირჩევენ მათთვის ყველაზე მისაღებს. ეს ხალხი ნახეთ რას ეუბნება საზოგადოებას?

თქვენი არჩევანი აღარ იარსებებს, არის რაღაც ერთი ნაცრისფერი ჯგუფი, რომელსაც ჰქვია ფრონტი, ფრონტს ჰყავს უკვე პრეზიდენტი, ხელმძღვანელი, რომელიც მომავალ პრეზიდენტადაც წარმოგვიდგენია და აი, ამას უნდა მისცეთ ხმა.

ეს არის ზუსტად მოქალაქეებისთვის არჩევანის ჩამორთმევის მცდელობა და ზუსტად ეს არის ანტიევროპული პოლიტიკის გატარების მცდელობები“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები