9 დაღუპული და 29 დაშავებული – რუსებმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

დნეპროპეტროვსკის ოლქში, კრივი რიჰში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ Telegram-ზე განაცხადა.

„კრივი რიჰზე მტრის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. დაშავდა 29 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები