აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაყვანის პროცესი დასრულდა

44-დღიანი ომის შემდეგ დროებით განთავსებული რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაყვანის პროცესი 12 ივნისს დასრულდა – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სამშვიდობო კონტიგენტის პერსონალმა, შეიარაღებამ და ტექნიკამ მთლიანად დატოვა ჩვენი ტერიტორია“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის პირობების თანახმად, რეგიონში 1960 რუსი ჯარისკაცი, ასევე ასობით ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი და სხვა სამხედრო ტექნიკა იყო განლაგებული.

სამშვიდობო მანდატი, სულ მცირე, 2025 წლის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა რუსეთმა რეგიონიდან ჯარების ვადაზე ადრე გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები