უკრაინამ დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს დაარტყა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დარტყმის შედეგად S-300 და S-400 კომპლექსების ორი რადარი განადგურდა. მესამე რადარის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – წერს უკრაინის გენშტაბი.

მათივე ცნობით, დარტყმების სამიზნეს ბელბეკთან და სევასტოპოლთან ერთი S-300 და ორი S-400 სისტემა წარმოადგენდა.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე კვირაში დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე უკრაინა დარტყმას უკვე მეორედ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები