თორნიკე რიჟვაძე: 2025 წლისთვის გეგმა არის, რომ 6 მილიონი ვიზიტი განხორციელდეს აჭარაში

“2025 წლისთვის გეგმა არის, რომ 6 მილიონი ვიზიტი განხორციელდეს აჭარაში”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა სამთავრობო სტრუქტურა კერძო სექტორთან ერთად საზღვაო-ტურისტული სეზონისთვის კოორდინირებულად ემზადება.

„შარშან ჩვენ გვქონდა ვიზიტების უპრეცედენტო მაჩვენებელი – 4,2 მილიონი ვიზიტი შედგა აჭარაში. წელს რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ამბიციური გეგმა გვაქვს – 2025 წლისთვის გეგმა არის, რომ 6 მილიონი ვიზიტი განხორციელდეს აჭარაში. შესაბამისად, ყველა სამთავრობო სტრუქტურა კერძო სექტორთან ერთად ძალიან კოორდინირებულად ემზადება საზღვაო-ტურისტული სეზონისთვის. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხალხის – ჩვენი ადგილობრივი მაცხოვრებლების მოლოდინებიც საკმაოდ მაღალია და დარწმუნებული ვართ, მათთან ერთად შევძლებთ, ღირსეულად ვუმასპინძლოთ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დამსვენებლებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები