საგარეჯოში, ახალი თანამედროვე სტანდარტების მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდა
საგარეჯოში, ახალი თანამედროვე სტანდარტების მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდა.
“საგარეჯო-შიბლიანის მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან, ალექსი გილაშვილთან ერთად იმგზავრა, თანაქალაქელებს მნიშვნელოვანი სიახლე მიულოცა და მარშრუტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
N 1, N 2, N 3, N 4, ავტობუსები მგზავრთა გადაყვანას სატესტო რეჟიმის განმავლობაში უფასოდ განახორციელებენ.
ტარიფისა და განრიგის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდისა და მოსაცდელებზე განთავსებული განცხადების საშუალებით ეცნობება მოსახლეობას.
სატესტო რეჟიმის სავარაუდო განრიგი:
ყოველდღიური
№1 ქ. საგარეჯო :
ქ. საგარეჯოს ცენტრალური მოედანი – ქვემო სამგორის დასახლება – ღვთისმშობლის ტაძარი (წრიული მარშრუტი) 8:00 საათიდან, 20:00 საათამდე.
№2 შიბლიანი -ქალაქი საგარეჯო:
გამოსვლის პუნქტი: სოფელი შიბლიანის ცენტრი 8:00 საათზე. გასვლა – ქ. საგარეჯოს ცენტრალური მოედანი – 16:00 სთ-ზე.
გაჩერებები:
სოფლები: მზისგული, ბადიაური, ყანდაურა, ვერხვიანი, კაკაბეთი, დიდი და პატარა ჩაილური, მანავი, თოხლიაური, საგარეჯო.
№3 სოფ. პატარძეული – სოფ. ხაშმი – ქ. საგარეჯო დღეში 2- ჯერ
გასვლა – სოფელი პატარძეულის ცენტრი 9:00 საათზე
დაბრუნება – ქ. საგარეჯოს ცენტრალური მოედანი 15:00 საათი.
№4 სოფელი უჯარმა, სფელი კოჭბაანი, სოფელი გომბორი კვირაში 1 დღე – სამშაბათი
გასვლა – სოფელი გომბორი, ადმინისტრაციული შენობის ტერიტორია 9:00 საათზე
დაბრუნება – ქ. საგარეჯოს ცენტრალური მოედანი 16:00 საათზე”,- აღნიშნულია საგარეჯოს მერიის ინფორმაციაში.