გიორგეთში, სოფლის დღესასწაული „ჯიმშერობა“ აღინიშნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში სოფლის დღესასწაული „ჯიმშერობა“ აღინიშნა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან ერთად, გვირგვინით შეამკეს ეროვნული გმირის, ჯიმშერ მაისურაძის საფლავი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
ტრადიციულად, სოფელში გმირის ხსოვნის პატივსაცემად სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობებით გაიმართა. ჯიმი მაისურაძე ავღანეთში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში იბრძოდა. 1992 წლის 26 დეკემბერს, ქართველი სამხედრო პილოტის ვერტმფრენი, მოწინააღმდეგე დესანტმა აფხაზეთში, რაკეტით ჩამოაგდო. სიკვდილის შემდეგ ჯიმშერ მაისურაძეს ეროვნული გმირის წოდება და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.