გორში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღინიშნა
გორში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღინიშნა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, შადრევნის სკვერში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული, შემეცნებითი, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა.
ღონისძიებებს, გორის მუნიციპალიტეტის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – დავით რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს და ბედნიერი მომავალი უსურვეს.
აღნიშნულ სკვერში დილიდან პატარებს, და არა მარტო მათ, შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ ადგილობრივი შემსრულებლებისთვის, დაეთვალიერებინათ წარმოდგენილი ნამუშევრები, დასწრებოდნენ ანიმატორების წარმოდგენებს, მოეხატათ სახე და გადაეღოთ ფოტოები.
ღონისძიებები გალაკონცერტმა დაასრულა, რომელშიც ოთო ნემსაძე და ჯგუფ „LIMBO” მონაწილეობდა.