ლანჩხუთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა
ლანჩხუთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე სარიშვილი მოადგილეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
კულტურის ცენტრში მოეწყო საბავშვო ზონა, ყვავილების მასტერკლასი, პატარა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიება კულტურის ცენტრისა და მუსიკალური სკოლების აღსაზრდელების კონცერტით დასრულდა.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.