გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს, აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს ტურისტების სიმრავლე უსურვეს და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს.
მოედანზე წარმოდგენილი იყო რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის მხატვრული კულტურა და ხალხური რეწვის ნამუშევრები. გაიმართა კონცერტი გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით.
დამთვალიერებლებს, რომელთა შორის იყვნენ ტურისტებიც, შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ უძველეს ისტორიულ – კულტურულ მემკვიდრეობას, დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ღვინო და კერძები.
ღონისძიება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.