“გამჭვირვალობის კანონი ყველას მისცემს საშუალებას, დაინახონ, თუ რა ინტერესი დგას კონკრეტული გადაწყვეტილებების უკან” – ირაკლი ჩიქოვანი

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ზოგადად, არა მხოლოდ სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ეს არის გეოპოლიტიკური საფრთხეები, რომლებიც ძალიან მაღალი კონცენტრაციით არის წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

“ზუსტად ამიტომაც არის აუცილებელი, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ყველას მისცემს საშუალებას, დაინახონ, თუ რა ინტერესი დგას კონკრეტული გადაწყვეტილებების უკან.

აქვე გეტყვით, რომ როდესაც იქნება პარტნიორებთან კონსტრუქციული დიალოგის საშუალება, როდესაც იქნება რეალური სამართლებრივი არგუმენტები, სადაც ისინი წარმოადგენენ სამართალსა და ლოგიკაზე დაყრდნობილ არგუმენტებს, ჩვენ ჩართულობისთვის მზად ვართ. თუმცა ყოველ ჯერზე დავინახეთ, რომ არის პოლიტიკური არგუმენტი და უფრო მეტიც, გეტყვით, რომ უშუალო საუბრებში ამბობენ, რომ მათ სამართლებრივ დებატში შესვლა არ უნდათ. რატომ არ უნდათ? იმიტომ რომ რეალურად არანაირი სამართლებრივი წინაღობა არ არსებობს ამ კანონთან მიმართებით“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები