გოგი მეშველიანი – მეთორმეტეკლასელებს: დარწმუნებული ვარ, ცხოვრების ახალ, თქვენთვის სრულიად განსხვავებულ გზას ღირსეულად გაუყვებით

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი – გოგი მეშველიანი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

‘’დღეს საქართველოს სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. ახალგაზრდებო, გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. გისურვებთ მაქსიმალურად შეძლოთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა/რეალიზება.
განსაკუთრებით მინდა მივულოცო ეს დღე ბოლნისელ,დმანისელ, თეთრიწყაროელ და წალკელ კურსდამთავრებულებს. მაქვს პატივი პირადი ურთიერთობა მქონდეს მათ დიდ ნაწილთან და თითოეული მათგანი არის გამორჩეული საკუთარი შეხედულებებით, აზროვნებითა და განათლებით. დარწმუნებული ვარ, ცხოვრების ახალ, თქვენთვის სრულიად განსხვავებულ გზას ღირსეულად გაუყვებით”, – წერს სოციალურ ქსელში გოგი მეშველიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები