მიქანაძე – 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: როცა სხვა ქვეყანაში ჩადიხარ, პირველ რიგში პატივისცემა უნდა გამოავლინო ამ ქვეყნის საზოგადოებისა და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ

სამწუხაროა, მაგრამ ვხედავთ, რომ მეგობრობის ფორმატით გაცხადებული ურთიერთობა გარკვეულწილად შანტაჟის ენაში გადაიზარდა. ეს განცხადება სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსა და ქართული საზოგადოების მიმართ გამოცხადებული ოფიციალური შანტაჟი, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, შანტაჟის ენით ქართველ ხალხთან საუბარი არასდროს არავის გასვლია და არც ახლა იქნება ეს რაიმე შედეგის მომტანი.

„მიუღებელი საქციელი იყო, როდესაც ჩამოდიან ქვეყანაში, მათ ხვდებიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები და შემდეგ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე მიდიან და თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ, რითაც საზოგადოების უდიდეს ნაწილს შეურაცხყოფას აყენებენ.

ხელისუფლება, რომელიც დღეს არჩეულია, არის ლეგიტიმური. როდესაც სხვა ქვეყანაში ჩადიხარ, პირველ რიგში პატივისცემა უნდა გამოავლინო ამ ქვეყნის საზოგადოებისა და ამ ქვეყნის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებს 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სიტყვით მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები