“რუსეთთან სამაგალითო ურთიერთობა გვაქვს” – პეკინში პუტინის და სი ძინპინის შეხვედრა დასრულდა
პეკინში რუსეთის და ჩინეთის პირველი პირების შეხვედრა დასრულდა. სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენცია გამართეს.
სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დროს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებს “სამაგალითო” უწოდა.
მისი თქმით, ბოლო სამი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები რთულ პირობებში ჩამოყალიბდა, გაუძლო საერთაშორისო ვითარების გამოცდას და დღეს წარმოადგენს “მსხვილ სახელმწიფოებსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის სტანდარტს, რომელიც გამოირჩევა ურთიერთპატივისცემით, ნდობით, მეგობრობისა და ორმხრივი სარგებლით”.
ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ აპირებს, შეინარჩუნოს კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან და საერთო ძალისხმევით დაიცვას „საერთაშორისო თანასწორობას და სამართლიანობა“.
“ჩვენ ვაპირებთ, როგორც ყოველთვის, ვიყოთ რუსეთთან კარგი მეზობლები, სანდო მეგობრები და სანდო პარტნიორები, თანმიმდევრულად გავაძლიეროთ ორ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ერთობლივად ვიბრძოლოთ მრავალეროვნული განვითარებისა და აღორძინებისთვის და საერთო ძალებით დავიცვათ საერთაშორისო თანასწორობა და სამართლიანობა”, – განაცხადა სი ძინპინმა.