რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება

სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.

15 მაისის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 59 წლის ფიცოს ოპერაცია სამ საათზე მეტ ხანს უტარდებოდა, ის მძიმე მდგომარეობაშია და ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან.

„პრემიერმინისტრი კრიტიკულ მდგომარეობაშია, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ის კვლავ საოპერაციოშია“, – განუცხადა მედიას ქვეყნის შს მინისტრმა, მატუს სუტაი ესტოკმა, ქალაქ ბანსკა- ბისტრიცას საავადმყოფოში.

თუმცა, BBC-ის ეთერში სლოვაკეთის ვიცეპრემიერმა, ტომას ტარაბამ განაცხადა, რომ ექიმების მიერ ჩატარებული ღონისძიებები წარმატებული იყო და ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღეს სლოვაკური ტელეკომპანია – Markiza საავადმყოფოში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პოლიტიკოსის სიცოცხლეს საფრთხე ჯერ კიდევ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები