ორლანდოში ატრაქციონზე მამაკაცი დაიღუპა
მამაკაცი Universal Orlando Resort-ის უახლეს პარკში ატრაქციონზე ყოფნის დროს დაიღუპა, – ამის შესახებ “სიენენი” წერს.
შერიფის ოფისის ცნობით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ატრაქციონზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაცვლილად გამოაცხადეს.
სამედიცინო ექსპერტის ცნობით, იგი ბლაგვი დარტყმის შედეგად მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
ორლანდოს რაიონის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა, ჯოშუა სტეფანიმ, გაკვეთის შემდეგ სიკვდილი უბედურ შემთხვევად შეაფასა. სტეფანის განცხადებაში დაზიანებების შესახებ დეტალები ნახსენები არ იყო.
საკონსულტაციო ფირმა „International Theme Park Services“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა დენის სპიგელმა გაკვეთის დასკვნას “შოკის მომგვრელი” უწოდა და თქვა, რომ ამან უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი გასცა.
„თავი იყო თუ მკერდი? აქეთ-იქით ურტყამდა? სწორად იჯდა თავის ადგილას? ეს ავარია მგზავრობის შედეგად იყო გამოწვეული თუ მისი რაიმე ქმედების შედეგად?“,- აღნიშნა მან.
სასამართლო ექსპერტიზას დეტალები არ გაუსაჯაროებია.