საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს. ინფორმაციას, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებით ოქმს.

“დოკუმენტი სისხლის სამართლის სფეროში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთდახმარების მექანიზმების განახლებას და ეფექტიანობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ ისახავს მიზნად.

მინისტერიალის მთავარი თემაა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სამართლებრივი ურთიერთდახმარება. ღონისძიებაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები