ოკუპანტებმა კიევის რეგიონი დაბომბეს – დაზიანებული და დანგრეულია 13 სახლი

რუსმა ოკუპანტებმა კიევის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც დაინგრა და დაზიანდა 13 სახლი, სამი ადამიანი დაშავდა.

სამხედროების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე იერიშის დროს 55 რაკეტა და 21 დრონი გამოიყენეს.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, 39 რაკეტის და 20 დრონის ჩამოგდება მოხერხდა.

იერიშის დროს გამოყენებული იყო: ერთი აერობალისტიკური რაკეტა “კინჟალი”, სამი “ისკანდერი”, ოთხი “კალიბრი”, ასევე, 45 ფრთოსანი რაკეტა Х-101/Х-555 და ორი მართვადი საავიაციო რაკეტა – Х-59/Х-69.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები