ბექა ძამაშვილი – 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მოუწოდა, გამოძიება დროულად დასრულდეს და მივიდეს კონკრეტულ შედეგებამდე
ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს, არის ის, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს და მივიდეს კონკრეტულ შედეგებამდე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
„ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ არსებით ნაწილში დარღვევა არ ყოფილა, საქმეში არ არის რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც არსებითად მესამე მუხლს დაარღვევდა. მომჩივნებს მიენიჭათ კონკრეტული ფულადი კომპენსაცია. ასევე, რისკენაც მოუწოდა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს, არის ის, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს და მივიდეს კონკრეტულ შედეგებამდე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე მოქალაქეების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა.