ირაკლი ღარიბაშვილი: სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, უკვე ეს მიდგომა არის არასწორი

სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, უკვე ეს მიდგომა არის არასწორი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, უკვე ეს მიდგომა არის არასწორი. ერთი მხრივ, ჩვენ ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ გვინდა დისკუსია, განხილვა და მეორე მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი თუ განცხადებები არ არის პროდუქტიული და შედეგის მომტანი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საჭიროა დისკუსია, რაზედაც გუნდის ყველა ლიდერი თანხმდება.

„ამიტომ ვთქვი, რომ საჭიროა დისკუსია. ამიტომ თქვა პრემიერმაც, გუნდის ყველა ლიდერისგან მოვისმინე იგივე განცხადებები. პარლამენტის თავმჯდომარემაც, დეპუტატებმაც თქვეს, რომ საჭიროა, ამ პროცესში გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ“, – დასძინა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები