ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა სამი უცხოელი ტურისტი მოკლეს

ავღანეთში, ბამიანის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა სამი უცხოელი ტურისტი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას France24-ი ავრცელებს.

როგორც ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სროლის შედეგად დაშავებულია ოთხი უცხოელი და სამი ავღანელი.

„თალიბანის“ ოფიციალური პირები ტურისტების ეროვნებასა და თავდამსხმელთა ვინაობას არ ასახელებენ.

საავადმყოფოს წყაროების წინასწარი ინფორმაციით, დაღუპული სამი უცხოელი ესპანეთის მოქალაქეა.

დაჭრილები ნორვეგიის, ავსტრალიის, ლიეტუვასა და ესპანეთის მოქალაქეები არიან.

ბამიანში მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ბუდას ორი გიგანტური ქანდაკების ნაშთები, რომელიც თალიბებმა 2001 წელს ააფეთქეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები