კობა ხუბუნაია აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის პროგრამით გამართულ სესიებს დაესწრო

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა სესიას დაესწრო. შეხვედრებზე  გლობალური მნიშვნელობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

როგორც ცნობილია,  2-5 მაისს საქართველო პირველად მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკის 57-ე  წლიურ შეხვედრას. ფორუმს  4000-ამდე მონაწილე ჰყავს. ღონისძიების მაღალი რანგის სტუმრებს შორის არიან აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, 68 წევრი ქვეყნის დელეგაციები, ასევე – საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კერძო სექტორის, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

საერთაშორისო ფორუმის მასპინძელია საქართველოს მთავრობა.თემატური საკითხებია:
დაკავშირებადობის გაუმჯობესება – ევროპული დაკავშირებადობა და შუა დერეფანი; ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში შექმნილი შესაძლებლობებისა და იმპულსის განხილვა; პერსპექტივები ახალი ბაზრებისთვის – ადგილობრივი ვალუტისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები