გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტთან დემონსტრანტებსა და საპოლიციო ძალების ფიზიკური დაპირისპირებისას, ორი სამართალდამცველი დაშავდა.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან სიტუაცია კვლავ დაძაბულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ამასთან, მოხდა წყლის ჭავლით მომიტინგეების დაშლა. არიან დაშავებულები, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები პირველად დახმარებას ადგილზე უწევენ.