სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედას 3 წლით, ბიძას კი 3.6 წლით პატიმრობა შეუფარდა

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედა და ბიძა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ეგანა მაგარამოვას 3 წლის ვადით, ნატიკ მაგარამოვს კი 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა აითაჯ შახმაროვას დედამ. მან განაცხადა, რომ არის უდანაშაულო და აღნიშნულ საქმეში დაზარალებულია.

შეგახსენებთ, რომ 14 წლის აითაჯ შახმაროვა 2023 წლის 6 ოქტომბერს, საგარეჯოს სოფელ ლამბალოში მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით 28 წლის ალიმ სადიკოვია დაკავებული, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე, არასრულწლოვანი ბავშვი ქორწინების მიზნით მოიტაცა.

14 წლის არასრულწლოვნის საქმეზე ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულები არიან და ბრალი აქვთ წარდგენილი ბავშვის დედასა და ბიძას. ხოლო მკვლელობაში ბრალდებულ „ქმარს“ ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლითაც დაუმძიმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები