გივი მიქანაძე: კანონპროექტის მთავარი მიზანი არის გამჭვირვალობა, რომელიც გადის ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე

მმართველი გუნდის წევრ გივი მიქანაძის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მთავარი მიზანი არის გამჭვირვალობა.

“თუ თქვენ ამ კანონპროექტს დეტალურად წაიკითხავთ, ყველა ტერმინი, მათ შორის, უცხოურ ძალასთან დაკავშირებით და ასევე უცხოური ძალის გავლენასთან დაკავშირებით, შეიძლება პირდაპირ არ არის განმარტებული, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვისაუბრეთ დღესაც, განმარტებით ბარათშიც არის ამაზე საუბარი და ახლაც გეტყვით – უცხოური ძალის გავლენა არის ის კონკრეტული მოქმედება, რომელიც ფინანსდება და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ეს კეთილშობილურ მიზნებს ეხება, სრულ შესაბამისობაშია ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან და მიზნებთან. ამიტომ, ნებისმიერი ტერმინი, რაზეც აქ არის საუბარი, დეტალურად არის განმარტებული შემდეგ მუხლებში.

ამ კანონპროექტის მთავარი მიზანი არის გამჭვირვალობა, რომელიც გადის ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის აღსრულებაზე, კანონმდებლობის განხორციელების განმტკიცებაზე და, საბოლოოდ, ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაზე”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები