შალვა პაპუაშვილი – პრეზიდენტის მიერ ევროპული პლატფორმის შექმნის იდეაზე: ეს არის კიდევ ერთი დაანონსება კონსტიტუციის დარღვევის

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპული პლატფორმის შექმნის იდეა კონსტიტუციის დარღვევის დაანონსებაა.

„ეს არის კიდევ ერთი დაანონსება კონსტიტუციის დარღვევის. სალომე ზურაბიშვილმა ერთხელ უკვე უხეშად, ღიად დაარღვია კონსტიტუცია, ეს სასამართლო დონეზე აღიარებული და დადასტურებულია. პოლიტიკური განაჩენიც საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ამასთან დაკავშირებით არის. ახლა ის ხელახლა აანონსებს კონსტიტუციის დარღვევას. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ მას არ აინტერესებს კონსტიტუცია. ხედავთ, რომ ის თავს არ მიიჩნევს ამ სახელმწიფოს ნაწილად. ასეთი ფაქტები ადასტურებს, რომ ის თავს არ მიიჩნევს. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის უპატივცემულობა, ხოლო კონსტიტუცია ეს არ არის მხოლოდ დოკუმენტი და ფურცელზე დატანილი ტექსტი. ეს არის ქართველი ხალხის უზენაესი ნება. როცა ამ ნებას უგულებელყოს და არღვევს ადამიანი, რომელსაც უკავია პრეზიდენტის თანამდებობა, ეს რა თქმა უნდა, არის სახელმწიფოს არ აღიარება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები