შალვა პაპუაშვილი – „ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა რელიგიური კონფესიების მხრიდან”

“ყველა ძირითადი რელიგიის წარმომადგენელთან გვქონდა საუბარი კონსტიტუციური კანონის იმ პროექტზე, რომელიც ”ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა დაცვას” ეხება. განვიხილეთ საკითხები დეტალურად, რა თქმა უნდა, არის სრული მხარდაჭერა რელიგიური კონფესიების მხრიდან ამ პროექტთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტს აქვს საზოგადოების სრული მხარდაჭერა.

„ამ მხარდაჭერით ჩვენ, საბოლოოდ, ვასრულებთ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის მუშაობას და პარლამენტს გადავცემთ იმ საერთო მოსაზრებებს, რაც 11 შეხვედრის შედეგად ჩამოყალიბდა. ამ კანონპროექტს აქვს საზოგადოების სრული მხარდაჭერა და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ახლა უკვე საპარლამენტო ფორმატში გააგრძელოს ამ კონსტიტუციურ კანონის პროექტზე მუშაობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები