მამუკა მდინარაძე: „ფარას“ მოქმედების არეალი დღესაც ვრცელდება – დღესაც უყურებენ ამერიკელები გამოწვევას, რომელიც თურმე აღმოფხვრილი არ არის, თორემ გააუქმებდნენ კანონს, მარტო ფაშისტების წინააღმდეგ რომ ყოფილიყო მიზნობრიობა

დღესაც მოქმედებს „ფარას“ კანონი დიდი წარმატებით, ერთ-ერთი აქტუალური კანონია აშშ-ში და შარშან პირდაპირი თარგმანი რომ გააკეთა „ხალხის ძალამ“, იმასაც რუსული კანონი დაუძახეთ, გასაგებია ეს ყველაფერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, „ფარას“ მოქმედების არეალი დღესაც ვრცელდება და დღესაც უყურებენ ამერიკელები გამოწვევას, რომელი გამოწვევაც თურმე აღმოფხვრილი არ არის, თორემ მაშინ გააუქმებდნენ კანონს, მარტო ფაშისტების წინააღმდეგ რომ ყოფილიყო მისი მიზნობრიობა.

„ბატონმა ვაშაძემ, რომელიც გაძევებულია, დაიწყო საუბარი რაღაც უნგრეთის მაგალითებზე და რატომ ცრუობთო. თვითონ იცრუა, რადგან არ არსებობს მსოფლიოში ისეთი პრეცედენტი, სადაც კანონში პირდაპირ, ცივილიზებულ სამყაროს ვგულისხმობ, ბატონი რომანი მიუთითებდა რაღაც ქვეყნებს, იმათ კანონმდებლობას არც ვიცნობ, არ არსებობს პრეცედენტი, სადაც მითითებულია მტრული, მოყვრული, მეგობარი, მეზობელი, ნათესავი სახელმწიფოები. ასეთი არ არსებობს უბრალოდ და ვინც კი ამას იტყვის, ყველა იტყუება.

საფრანგეთის შემთხვევაში, ეწერა დაზვერვის ანგარიშში, მათ შორის, რუსეთიც, ჩინეთიც, აშშ-ც, რომელთან დაკავშირებითაც ეწერა, რომ ეკონომიკურ საკითხებში ერევა, ძირს უთხრის ეკონომიკას საფრანგეთისას ასეთი საკითხები. ე. ი თქვენი ლოგიკით, თურმე საფრანგეთს, კანონი რომ მიიღო ახლა ქვედა პალატამ, მტრულ სახელმწიფოებად დაუსახელებია რუსეთი, ჩინეთი და მათთან ერთად აშშ. მინდა არ ვისაუბრო ხისტად, მაგრამ ასეთი ტყუილი არ უნდა იკადროთ, როცა მარტო საუბრობთ რუსეთზე და ჩინეთზე და ამ შემთხვევაში ამერიკაზე, რომელიც ახსენეს ფრანგებმა. სინამდვილეში, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მტრულ სახელმწიფოებზე ლაპარაკობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მეგობარი სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეებზეც ლაპარაკობდნენ და არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა, არც „ფარა“ მათ შორის, და არგუმენტებად რომ ამბობთ ხოლმე 1938 წელს მიიღეს ფაშისტების წინააღმდეგო, ფაშისტების წინააღმდეგ კი მიიღეს, მაგრამ დღესაც მოქმედებს ის „ფარას“ კანონი დიდი წარმატებით და ერთ-ერთი აქტუალური კანონია აშშ-ში და შარშან პირდაპირი თარგმანი რომ გააკეთა „ხალხის ძალამ“, იმასაც რუსული კანონი დაუძახეთ და გასაგებია ეს ყველაფერი. დღესაც მოქმედებს. ე.ი. მისი მოქმედების არეალი დღესაც ვრცელდება და დღესაც უყურებენ ამერიკელები გამოწვევას, რომელი გამოწვევაც თურმე აღმოფხვრილი არ არის, თორემ მაშინ გააუქმებდნენ კანონს, მარტო ფაშისტების წინააღმდეგ რომ ყოფილიყო მისი მიზნობრიობა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები