ერევანში საპროტესტო აქციის მსვლელობისას საპოლიციო ავტომობილი Mediaub.am-ის ჟურნალისტს, ნარე გევორკიანს დაეჯახა.
მედია წერს, რომ ჟურნალისტს ამჟამად სამედიცინო გამოკვლევა უტარდება, მას ფეხის ტრავმა აქვს.
Mediaub.am-ის მთავარმა რედაქტორმა, ლია ხოჯოიანმა დაგმო “უხეში ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ”.
“მოვუწოდებთ შსს-ს, გააკონტროლოს თავიანთი თავხედი თანამშრომლები, დასაჯოს ადამიანი, რომელიც პოლიციის მუნდირს და წოდებას შეურაცხყოფს”, – აღნიშნა ხოჯოიანმა.