ფალარისის ხარი – ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გამოგონება ადამიანების საწამებლად

სპილენძის ხარი ერთ-ერთი ყველაზე „დახვეწილი“ და საშინელი საწამებელი დანადგარია, რომელიც  ბერძნებმა ტირან ფალარისის ბრძანებით შექმნეს. ეს უძველესი სადამსჯელო იარაღია, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნის მეორე ნახევარში გამოიყენებოდა. მის შემქმნელად ათენელი სკულპტორი პერილაუსი ითვლება. უზარმაზარი სპილენძის ქანდაკების დამზადების ბრძანება მან ზემოხსენებული ფალარისისგან მიიღო.

წამების ეს იარაღი ნამდვილი ხარის ზომის ქანდაკება გახლდათ, რომელსაც ჰქონდა სპეციალური კარი, საიდანაც „დამნაშავეს“ ქანდაკების შიგნით ათავსებდნენ. შემდეგ ხარის მუცლის ქვეშ ცეცხლს ანთებდნენ და მსხვერლიც ნელ-ნელა „გამოცხობას“ იწყებდა. თავის დაღწევის შანსი არ არსებობდა.

ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ დანადგარს ნესტოების არეში ნახვრეტი ჰქონდა, საიდანაც გარეთ წამებულის კვნესა და ყვირილი ისმოდა. ამავდროულად, ხარის ცხვირიდან ცოცხლად დამწვარი მსხვერპლის კვამლიც გამოდიოდა.

ბედის ირონიით, პირველი ადამიანი, ვინც წამების ამ ინსტრუმენტის ძალა გამოცადა, მისივე შემქმნელი იყო.

ფალარისს ისე მოეწონა ეს გამოგონება, რომ მოხუცი იქნებოდა, ქალი თუ ბავშვი – ყველას, ვინც არ მოეწონებოდა, სპილენძის ხარში ათავსებდა და ქვემოდან ცეცხლს უკიდებდა. მოგვიანებით, აჯანყების შედეგად, მოსახლეობამ სასტიკი მმართველის ჩამოგდება მოახერხა.

თუ გამოიცნობთ, რა იყო მისი სასჯელი?

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები