გამოფენა – „კავკასიის ფერები ქართველი მხატვრებისა და დიზაინერების შემოქმედებაში” თბილელის ქარვასლაში გაიმართება

27 აპრილის, 17:00 საათიდან ძველ თბილისში, თბილელის ქარვასლა გამოფენას – „ ფერები ქართველი მხატვრებისა და დიზაინერების შემოქმედებაში „ – უმასპინძელებს.

“ქართული სტარტაპი „კავკასიის ფერები“ უკვე წლებია, რაც პოპულარიზაციას უწევს ბუნებრივი მცენარეებით დამზადებულ ნატურალურ საღებავებს და ქმნის სხვადასხვა ფაქტურის ტექსტილს, რომელიც მცენარეული და მინერალური ღებვის მეთოდებით არის დამზადებული. დღეის მდგომარებით, კომპანია ფლობს ნატურალური ტექსტილის ღებვის ყველა იმ მეთოდსა და ტექნოლოგიას, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა, არ აბინძურებს გარემოს და არ არის მავნე ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
თბილელის ქარვასლას ივენთ ჰოლში, სადაც დღეს უკვე „კავკასიის ფერების“ სამღებრო სახლი ფუნქციონირებს, წარმოდგენილი იქნება სტარტაპის მიერ წარმოებული სამოსი, რომელიც ქართველ დიზაინერებთან – ავთანდილ ცქვიტინიძესთან, თამუნა ინგოროყვასთან და დეივიდ ზეროუდთან კოლაბორაციაში იქნა შექმნილი. ასევე, წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა. ცნობილი მხატვრები: ავთანდილ გურგენიძე, გია აფციაური და გოგა ჯაფარიძე უკვე რამდენიმე თვეა, რაც „კავკასიის ფერების“ მიერ მცენარეებისგან დამზადებული საღებავებით, აბრეშუმსა და სხვა ნატურალურ ქსოვილებზე ხატავენ და მიიჩნევენ, რომ ნატურალური საღებავებით შექმნილი ნამუშევრები მეტად მრავალფეროვანი, მისტიური და განსაკუთრებულია.

მოდის მარკეტოლოგმა, ნინო იოსელიანმა ,,კავკასიის ფერები,, რამდენიმე წლის წინ დააარსა და მისი მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს ქართული მცენარეებით დამზადებული საღებავებით შექმნილ ნატურალურ ტექსტილს. დღეის მდგომარეობით, კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქცია წარმოდგენილია სხვადასხვა ლოკაციაზე: ტულუმი, ნიკონოსი, სან ტროპე, იბიცა .
გამოფენა 27 აპრილს, 17 :00 საათზე გაიხსნება. სამღებრო სახლი კი ეკო ნატურალური პროდუქციის მოყვარულთ ყოველდღიურად, 11:00 საათიდან – 20:00 საათამდე უმასპინძლებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინო იოსელიანი – 577 492 222
ანა ჩანგიანი – 555 934 934 “, – აღნიშნულია ორგანიზატორების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები