ეკა სეფაშვილი – „გამჭვირვალობის კანონპროექტზე”: უცხოელი პარტნიორების მხრიდან მოწოდებები არგუმენტების გარეშე შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორც უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, რაც ჩვენი სუვერენიტეტის შებღალვაა
ზოგიერთი უცხოელი პარტნიორისაგან მოვისმინეთ პირდაპირ შანტაჟი, რომ „გამჭვირვალობის კანონი” არის გადახვევა ევროინტეგრაციის გზიდან და გაგვიძნელდება ევროკავშირში შესვლა, რაც სრული დეზინფორმაციაა – გამჭვირვალობა არის ის თემა, რაზეც ევროკავშირი დგას, – განუცხადა „ქრონიკას” „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.