მაშველებმა სვანეთში, მდინარეში, ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს – სამძებრო სამუშაოები გრძელდება

3-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მდინარე ნაკრაში დაკარგული ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. კიდევ ორი პირის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა. შემთხვევა მდინარე ნაკრასა და ენგურის შესართავთან მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები